–საქმეზე ხომ ვერ დაიწყებდით საუბარს? – იკითხა პოლიციის ოფიცერმა.
– მთელი ჩემი ისტორია უნდა მოიცმინოთ, რათა გაერკვეთ ყველაფერში. – უპასუხა მარიკამ და სიგარეტს მოუკიდა.
***
მარიკა თბილისში დაბრუნებისთანავე საქმეებში ჩაეფლო. საშინლად არ ჰყოფნიდა დრო. უამრავი საქმე ჰქონდა, აღარ იცოდა, როთ დაეწყო. ასე ბოლოს მაშინ იყო, როდესაც მისი მშობლები საცხოვრებლად აგარაკზე გადავიდნენ და მარიკა საბურთალოს ბინაში მარტო დარჩა.
ბინის ნახევარი “დაჩაზე წავიდა” მარიკა ძალიან კარგად გრძნობდა თავს. სახლში სიცარიელე იყო. ბინა დაუყოვნებლივ თავისი გემოვნებით გააფორმა. მშობლების ოთახში კაბინეტი მოაწყო. დიდ მაგიდებზე ფანქრები და საჭებავები გაშალა, ხოლო თაროებში საყვარელი ლიტერატურა და მარკეტინგის წიგნები მოათავსა.
დაიღალა.
დაიძინა.
ღამის ოთხი საათი იყო, როდესაც სახლის კარებზე ზარის ხმამ გააღვიძა.
შეიგინა.
მაინც ადგა. აბრეშუმის კიმონო მოიცვა შიშველ სხეულზე და კარი გააღო.
ის იყო.
მარიკას პირველი სიყვარული.
არც უბრალო გატაცება არ ურთიერთობა.
სიყვარული.
–აქ რას აკეთებ? – იკითხა მარიკამ.
–მჭირდები…
–მე არა! აღარ! როდესაც მჭირდებოდი იმ დროს დამშორდი! როდესაც ვკვდებოდი ! როდესაც გული ამომგლიჯე და თან წაიღე!
გიორგიმ თვალები მიწას მიაშტერა.
–მთელი დღე აქ ვიყავი. ვნახე შენი მშობლები როგორ წავიდნენ. სიმამახე არ მყოფნიდა რომ მოვსულიყავი.
–იმაზეც კი არ გეყო სიმამაცე, რომ გეთქვა რომ არ გიყვარვარ! მე უნდა გამომეტანა დასკვნა! ან ზოროსგან გამეგო! არასოდეს ყოფილხარ მამაცი ან გულწრფელი. მხოლოდ მე ნუ დამაბრალებ ჩვენი ურთიერთობის კრახს!
გიორგიმ უეცრად ბრაზიანად ამოიხედა, საიდანღაც დანა ამოაძრო და მარიკას მუცელში გაუყარა.
შიშისაგან მარიკა წამოხტა და გაეღვიძა.
შუბლზე ცივი ოფლი ჰქონდა.
საწოლზე დაენარცხა. ღრიალი აღმოხდა.
საკუთარ თავს გაუბრაზდა.
იცოდა, რომ გიორგი არასოდეს მივიდოდა მასთან. არასოდეს მოუხდიდა ბოდიშს. არასოდეს გადაუხსნიდა გულს.
უნდა დაევიწყებინა გიორგი.
სხვანაირად არ შეიძლებოდა.
ენდა ექნა ეს…
უნდა…
***
მარიაკს ყველაფერი მობეზრდა.
ხატვაც აღარ ანიწებდა სიამოვნებას. აღარ იცოდა, რა ეკეთებინა. მთელი დღეები სახლში მარტო იყო. არავის ნახულობდა, არავინ ნახულობდა მას. ტელეფონი სადგაც ეგდო…
იაპონელი PenFriend-ი გაახსენდა. მიწერა. თხოვა ჩამოვალო. ჰირომ კარგიო.
ჰირო იაპონელი ბიზნესმენის ვაჟი იყო. მარიკამ იგი იაპონური კულტურის მოყვარულთა ჩათრუმში გაიცნო.
ბევრი ჰქონდათ საერთო. ერთნაირ მუსიკას უსმენდნენ და ერთნაირი შეხედულებები ჰქონდათ ცხოვრებაზე. უბრალოდ ჰირო ცოტა გაფუჭებული იყო ცხოვრების მიერ.
მამა ყოველთვის ანებივრებდა. არაერთი მანქანა დაუმტვრევია და არაერთი სისულელე ჩაუდენია ადრენალინის ძიებაში ჰიროს.
ყველაფერი აინტერესებდა და ყველაფერი უნდოდა.
ამით ჰგავდა მარიკას.
მისი მონათესავე სული იყო.
*** ჰიროს ნაცნობობამ მარიკასთვის ვიზა უმოკლეს დროში მოამზადა.
ბილეთზეც საშინლად გაუმართლა – მართალია სამი თვითფრინავის გამოცვლა მოუწევდა, სამაგიეროდ იაფი დაუჯდებოდა. (თბილისი–ანკარა–დელი–ტოკიო)
თვითმფრინავში მარიკა დარეტიანებული იჯდა. Radiohead-ის Jigsaw Falling Into Place-ს უსმენდა როდესაც ტურბოლენტურ ზონაში მოხვდნენ.
უკვე ტოკიოსკენ მიფრინავდა.
უცხო სახეებით გამოტენილი თვითმფრინავი დაეშვა.
აეროპორტში ჰირო თბილად დახვდა.
ზღვისპირა ქალაქში ჩავიდნენ, ჰიროს Audi R8-ით.
ჰიროს მანქანა საშინლად დაჰყავდა, მაგრამ მარიკას არ ადარდებდა, რა მოუვიდოდა მის გამოფიტულ ორგანიზმს “ქვეყნიერების დასალიერში”.
ჭკუაზე მხოლოდ ჰიროს უზარმაზარმა ვილამ მოიყვანა.
სახლში მილიონი უცნობი იყო.
მარიკა მოხასიათდა.
იაპონურ საუბარზე ეცინებოდა.
საბედნიეროდ ბევრმა იცოდა ინგლისური.
დრო გავიდა…
უფრო მოხასიათდა…
აცეკვდა…
რაღაცა გადაჰკრა, ვერ მიხვდა ალკოჰოლი იყო თუ ნარკოტიკი…
შემდეგ საერთოდ კარგად იყო…
***
რამოდენიმე დღე გავიდა.
სასმელმა და ნარკოტიკმა დღე და ღამე არია…
მარიკა აღარ ითვლიდა რამდენი ხანი იყო სხვა კონტინენტზე…
ისევ სასმელი… ნარკოტიკი…
მარიკამ ბევრი ხალხი გაიცნო…
მათ შორის იყო 15 წლის უცნაური გოგონა – ჰაკიმიცუ.
მას სახეზე ჩამოყრილი მოკლე შავი თმა ჰქონდა. ყოველთვის უცნაურად ეცვა და თან დაატარებდა საშუალო ზომის სამურაის ხმალს. ძველი საბრძოლო ხელოვნებებით იყო გატაცებული. მისი სახელი ითარგმნება როგორც “თაფლი”. მარიკა სახეზე ღიმილის გარეშე ვერ უყურებდა. იყო მასში რაღაც, მეამბოხე და ეკზოტიკური.
ჰაკიმიცუ არასოდეს იღიმოდა.
არასოდეს.
იგი 21 წლის კანძანს ხვდებოდა, რომელიც მისგან განსხვავებით ზედმეტად ემოციური იყო. ყველაფერთან ერთად კანძანი (რაც ითარგმნება როგორც ვულკანი) იურისტი იყო და თან დიდი არტისტულობით შეეძლო აღეწერა რაიმე ბანალური სასამართლო პროცესი.
(აქედან თხრობა გრძელდება პირველ პირში)
მე, ჰიროს, ჰაკიმიცუს და კანძანს ერთი რამ გვქონდა საერთო – სიახლისა და ხიფათის სიტკბოს შეგრძნების დაუოკებელი სურვილი.
ყოველ დღე ახალ გასართობს ვპოულობდით.
სახლში…
ზღვაში…
ბუნებაში…
ღამის კლუბებში…
ყვეალფერს ვსინჯავდით და ყველაფერს მასინჯინებდნენ…
გაბრუებულები დავდიოდით.
დავქროდით!
დავფრინავდით!
გიჟებივით ვიცინოდით!
დღე–ღამის მონაცვლეობა და რაოდენობა საბოლოოდ ამერია ტვინში!
ტოკიოს ქუჩებში ფეხშიშველები დავრბოდით!
სერიოზული ჰატიმიცუ ასეთი მხიარული არასოდეს ენახა მის შეყვარებულს.
მანქანით მივქროდით.
ჰირო საჭესთან იჯდა მე მის გვერდზე – ფუტურისტულ ტანისამოსში გამოწყობილი. ჰატიმიცუ და კანძანი კი უკანა სავარძელზე ეალერსებოდნენ ერთმანეთს.
–მეც ასეთი ჰატიმიცუ უფრო მომწონს– თქვა ჰირომ და ღიმილით გაიხედა უკანახედის სარკეში.
ეს სიტყვები გავატარე… თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა… ვითიშებოდი…
–გააჩერე!!! – კინაღამს ამოვარწყიე მე.
ჰირო ყველაფერს მიხვდა და სასწრაფოდ გააჩერა თავისი შავი აუდი.
მანქანიდან გადმოვვარდი. იქვე, ტრასაზე წავიქეცი და ვარწყიე.
თბილმა ქარმა დამიბერა.
ძალიან მესიამოვნა !
ჰირომ მანქანაში იაპონური ჰიპ–ჰოპი ჩართო და ის და კანძანი “ამღერდნენ”.
მე ჩემი ნარწყევიდან ამოვბობღდი და “ცივილიზებულად” დავჯექი ასფალტზე.
სიგარეტს მოვუკიდე.
ცოტა ხანს გავთიშე ტვინი…
ჩემთან ჰაკიმიცუ მოვიდა.
საშინელი ინგლისურით მკითხა:
–როგორ ხარ?
–საშინლად– ვუპასუხე მე.
გაეცინა.
–კიდევ ბღავიან ისინი?!– ვკითხე ღიმილით.
–კი…– მასაც გაეცინა.
პაუზა ჩამოვარდა.
სიგარეტი ჩაიწვა…
– იცი რა არის?! – დავიწყე მე – ყველაფერს ამას ვაკეთებ. იმიტომ რომ შევავსო სიცარიელე. გიგრძვნია ასე ოდესმე?! აი დავუშვათ გაქვს ხელი, ან არა, ჯობია გული!.. და ბაც!!! ერთ წამში აღარ გაქვს და სიცარიელე გაქვს მკერდის არეში. აღარ იცი და გააკეთო, როგორ იცხოვრო, რას ეტაკო… სიკვდილი გინდა ! არა სიკვდილი არა! გინდა რომ თავიდანვე ბაქტერიად დაბადებულიყავი. რომელიც ვერ გრძნობს დანაკარგებს და მხოლოდ გაყოფით გამრავლება აწუხებს და სხვა არაფერი!
ჰაკიმიცუს სახეში შევხედე.
მხოლოდ ეხლა გავიაზრე, რომ ნახევარი ქართულად ვუთხარი.
–ძალიან ლამაზი ენა გაქვთ– თქვა მან და ტუჩებში მაკოცა.
გავოგნდი !
რამოდენიმე წამს გავჩერდი გაშეშებული…
ვიცოდი რომ ბიჭები გვიყურებდნენ.
და მეც ვაკოცე.
თმაში ხელი შევუცურე…
და შემდეგ უკან დავიხიე.
შემეზიზღა ჩემი თავი… რატომღაც…
რატომღაც.
–წავიდეთ– ვთქვი და მანქანისკენ ქავედი.
კანძნს თვალი ვერ გავუსწორე.
ჰაკინიცუ კი მიუჯდა, თითქოს არაფერი მომხდარა.
უკანა ხედის სარკეში გავხედე კანძანს– ფანჯარაში იყურებოდა. არა, ფანჯარაში კი არ იყურებოდა, თითქოს ფანჯრის მინის მოლეკულებს აკვირდებოდა.
***
მივხვდი, რომ სიტუაცია დავძაბე, მაგრამ მხოლოდ მე არ ვიყავი დამნაშავე.
შხაპი გადავივლე.
ჭკუაზე მოვედი.
ღამე იყო.
აღარ შემეძლო ჰიროს უზარმაზარ, ზღვისპირა ვილაში გაჩერება.
გარაჟში ჩავედი.
მისი მოტოციკლეტი მოვიპარე, უფრო სწორად, როგორც მაშინ თავი დავარწმუნე, “ვითხოვე”
დიდი სიჩქარით მივქროდი.
გზას ზედაც არ ვუყურებდი.
აზრები თავისთვის დაფრინავდნენ ტავის ქალაში.
ტოკიოში ჩავედი…
დიდი ხანი იყო გასული და მივხვდი, რომ ნაცნობ ქუჩბს გავცდი
მოტოციკლეტი გავაჩრე.
გავიხედ–გამოვიხედე.
ნაცნობი ვერაფერი დავინახე.
რაღაც სარემონტო სამუშაოების კიბეზე ჩამოვჯექი.
მალბოროს მოვუკიდე.
–კარგი ამინდია არა?!– შიშისგან კინაღამს მოვკვდი.
გვერდზე 70–ოდე წლის აზიელი მამაკაცი მეჯდა. პაწუკა, სასაცილო “ვიეტნამკით” თავზე საშინლად მივამსგავსე იგი ჯეკი ჩანს, მაგრამ ვიცოდი, რომ ის ის არ იყო. მინიმუმ იმიტომ, რომ ჯეკი ჩინელი იყო, ჰონგ–კონგში ცხოვრობდა და ასე, უბრალოდ, არ აღმოჩნდებოდა ტოკიოს მიყრუებულ ქუჩაში დილის 6 საათზე.
ყველაზე მეტასდ ბაბუას სუფთა ინგლისურმა გამაკვირვა. მაგრამ ჩმს თავში გაჩენილი ხუთასი კითხვა უკუვაგდე და ზრდილობიანად ვუპასუხე:
–კი, მშვენიერია.
–იცი, რომ ადამიანის თვალის მიხედვით მასზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება?
–ჰმ, არა…
–აი მაგალითად, შენ მსოფლიოში ყველაზე იშვიათი ფერის – მწვანე თვალები გაქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შენი შორეული წინაპრები დღევანდელი ბრიტანეთიდან ან სკანდინავიიდან იყვნენ.
ცილა ცოტათი ვეითელია, რაც ნიშნავს, რომ ბოლო დროს ბევრი განსაცდელი გადაიტანე. შენ ამას ვერ ხვდები, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე ფიქრობ.
საშუალო ზომის სისხლჩაქცევები თვალების დაძაბულობაზე და ცხოვრების არაჯანსაღ წესზე მეტყველებს.
კმაყოფილი ხარ შენი ამჯამინდელი ცხოვრებით ჩრდილოელო მეგობარო?!
–აააააააააააააააააააააააააააა–ბღავილი და ცრემლები აღმომხდა.მოხუცის სიტყვები გულზე დამაწვა და პატარა ბავშვივით ავბღავლდი. ყველაფერი მოვუყევი: ჩემი გულის წრილობა, გაგიჟება, როგორ მინდოდა თვითლიკვიდაცია და როგორ არ მაღელვებდა არაფერი, მაგრამ ერთდროულად მაღელვებდა და მინდოდა ყველაფერი.
ლაპარაკის დროს ვიფურთხებოდი ! თავს ვერ ვიკავებდი!
ემოციისგან თავი ამტკივდა.
ცხვირიდან სისცლი წამომივიდა.
ბოლოს მიწაზე მუხლებით დავენარცხე…
მოხუცი ადგა, ცხვირსახოცი მომაწოდა.
–მადლობა,–ვუთხარი მე იაპონურად.
–შენ შენ ხარ ჩრდოლოელო მეგობარო! ყველას თავისი გზა აქვს ამ ქვეყნად! რაც კარგი იყო შენს ცხოვრებაში შეინარჩუნე გულში და ტვინში. ცუდი უკუაგდე; ხოლო ის, რაც ტკივილს გაყენებდა, მაგრამ გიყვარდა, დაივიწყე, მაგრამ ამავდროულად მუდამ გახსოვდეს, რადგანაც გამოცდილება მოგცა და ამ ადამიანად ჩამოგაყალიბა. გიყვარდეს გარშემომყოფები და მათაც ეყვარები. დათესე სიკეთე; იყავი გულწრფელი, არ ითამაშო. ასე ადვილია ცხოვრება და არასოდეს მოგიწევს დაბინძურებული ნმუსის მძიმე ტვირთის თრევა. და რაც მთავარია, გიყვარდეს საკუთარი თავი. ნუ იგვემ და ნუ იტანჯავ უაზროდ სხეულსა და სულს; ხოლო თუ რამე ბრალი მიგიძღვის, გამოასწორე.
მოხუცმა გაიღიმა
მე დავწყნარდი.
–იცით ცოტა დავიკარგე… ცენტრისკენ ვერ გამიყვანთ?– ცხვირიდან სისხლი მოვიწმინდე და გავყევი.
ცოტა ხანი ვიარეთ; მე, მოხუცმა და მოტოციკლეტმა.
ცოტა ხანში ჩემთვის ნაცნობ ადგილს მივადექით.
–აი ეს ქუჩა უკვე მეცნობა. დიდი მადლობა… ყველაფრისთვის.– მივუტრიალდი მოხუცს, მაგრამ ის იქ უკვე აღარ იყო.
რიჟრაჟისგან ცა ულამაზესი ვარდისფერი იყო. გარშემო ხეები ყვაოდნენ და ჩიტები ჭიკჭიკენდნენ. ულამაზეს ბაღში ვიყავი. ახიდან ღიმილი არ მშორდეობოდა.
ჩაბხუტი ჩამოვიცვი და ჰიროს მოტოციკლეტს შემოვაჯექი.
***
–ჰირო სახლში უნდა დავბრუნდე– შუბლზე ვაკოცე მძინარე ჰიროს.
–მმმ.. მოიცააა რაააა– უკმაყოფილო ბურტყუნით გადაბრუნდა იგი საწოლში; – შემდეგ რაღაცა ამოიხვნეშა იაპონურად. მე კი ოთახიდან გავედი და სიცილით მივაძახე:
–მაინც წავალ!
ბარგი ჩავალაგე.
ღიმილით გადავხედე ოთახს, სადაც რამოდენიმე ცხელი და უცნაური რამე გავატარე.
ჰირო უკვე ყავას სვამდა.
–საშინლად იღბლიანი გოგო ხარ!
გავიცინე.
–აი ბილეთი. ჩემი გმართებს, იცოდე!
–მადლობა!..
თხუთმეტ წუთში ჰაკიმიცუ და კაძანი მოვიდნენ, ჩემი გამგზავრების ამბის გაგებაზე ჰაკიმიცუს სახე შეეცვალა, კანძანმა ემოცია არ გამოხატა. თითქოს ხასიათები გაცვალეს.
–აი მანქანაც,– ვთქვი მე სიგნალის ხმის გამონებაზე.
–შენს ბარგს წავიღებ – თქვა ჰირომ და ორ პატარა ჩემოდანს ხელი სტაცა.
ჰაკიმიცუსთან მივედი, ჩავეხუტე, თვალებში შევხედე, ცრემლები დავინახე, გავუღიმე.
კანძანთან მივედი, მასაც გადავეხვიე, ყურში ჩავუურჩულე იაპონური მაპატიე.
მანაც გამიღიმა.
წამოვედი, უკან აღარ მომიხედავს. მიხაროდა რომ მტრები არ მყავდა ამ ქვეყანაში.
***
სახლიდან გავედი ჰიროსაც დავემშვიდობე, ძალიან ჩავეხუტე.
მთელი ფრენა გეგმებს ვაწყობდი. კარგად ვიყავი, ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ხელში სისხლშემხმარი ცხვირსახოცი მეჭირა.
***
ამ ამბის მერე დიდი დრო გავიდა. უკვე თაკოსთან ვმუშაობდი. 2011 წელი იყო.
ერთხელ, როდესაც დილით სამსახურში წასვლის წინ საუზმის პარალელურად EuroNews-ს ვუყურებდი, იაპონიაში მომხდარი ცუნამის შესახებ რეპორტაჟს მოვკარი თვალი.
“ცუნამმა მთლიანად გაანადგურა იაპონიის აღმოსავლეთი სანაპირო” ასეთი იყო რეპონტაჟის ჰედლაინი.
კადრი კი ასეთი: ამღვრეულ ზღვაში ხის სახლის ნარჩენები იყო.
სათვალიანი ბიჭი სკოლის ფორმიან გოგოს ეხუტებოდა. გოგო წყალში იწვა. დავაკვირდი: გოგოს გულიდან ფიცრის ნატეხი მოჩანდა. მისი სახე და გულ მკერდი დასისხლიანებული იყო.
სათვალიან ბიჭში კანძანი ვიცანი, ფორმიან გოგოში კი…
ყველაფერი ერთ წამში გავიაზრე.
ჩაით სავსე ფინჯანი ხელიდან გამივარდა…