ჩემი უსახელო რომანი. თავი პირველი

ის მილანში იყო მოდის კვირეულზე.

ქართველი დიზაინერის – თაკო მელიქიშვილის პირველი ასისტენტი – მარიკა (იტალიელები მას მარიას ეძახდნენ) გრძელი და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სასტუმროს ნომერში აბაზანას იღებდა.

უყვარდა ეს პროცესი… მისთვის იგი ერთგვარი რიტუალი იყო…

უცბად წარსულზე დაიწყო ფიქრი. ფიქრი ყველანაირი სინანულის გარეშე. მარიკა არასოდეს ნანობდა. არასოდეს.

ერთი შემთხვევა გაახსენდა – ერთი ბიჭი. მალე ამ ბიჭის დაბადების დღე ახლოვდებოდა. მარიკას ადვილად ამახსოვრდებოდა თარიღები და სისულელეები. მისი დაბადების დღე კი ორივე იყო.

“მე ასე მწამს, იმიტომ რომ ასე გამზარდეს. არ ვიცი გავიგებ თუ არა შენს შეხედულებას!… მაპატიე, არც გაცადე აზრის გამოთქმა.” – თქვა გოჩამ და განაგრძო მარიკას თითებით თამაში.

მარიკას გაეცინა. ამ საღამოს უჩვეულოდ სიტყვამწირი იყო.

“უბრალოდ არ ვთვლი, რომ ერთ წიგნში  მოთხრობილი ამბავი რეალობად უნდა მივიჩნიოთ”

***

ისინი მაღალი კორპუსის სახურავის კიდეზე იდგნენ.

“გჯერა რომ გავფრინდებით?” – ჰკითხა  გოჩამ მარიკას .

“გაგიჟდი?!” – გადაიხარხარა მან.

“მთავარი ხომ ესაა – დაიჯერო და ყველაფერი გამოვა.” – მარიკამ იგრძნო როგორ მოუჭირა გოჩამ ხელი.

“არ მჯერა შენი” გაიცინა და წინ გადადგა ნაბიჯი, იგრძნო, როგორ გაამაგრა გოჩამ ხელი და უკან წამოწია ის.

მარიკამ სახეში შეხედა:

“რამსიგღზე წამწამები გაქვს რა არის?!!!” და კვლავ გადაიხარხარა.

***

მარიკამ აბაზანიდან ამოყვინთა, ტანი შეიმშრალა და საათს დახედა: მილანის დროით ღამის სამი საათი იყო.

“ჯანდაბა!” – გაიფიქრა მან – ” ძილისათვის მხოლოდ 3 საატ მაქვს.”

მარიკას და თაკოს ხვალ უამრავის აქმე ჰქონდათ.

***

– Grazie! – უთხრა მარიკამ სასტუმროს მუშაკს, რომელმაც თაკოს და მის 2 ასისტენტს ნომერში საუზმე მიართვა.

თაკოს გასული იყო.

ნინჩო მეორე დამხმარე იყო.

– თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს – თქვენობით მიმართა ნინჩომ მარიკას, მიუხედავად იმისა, რომ მასზე მხოლოდ ორი წლით იიყო უმცროსი.

– რა ამბავი? – იკითხა მარიკამ უინტერესოდ.

– გუშინ დავინიშნე – და ბეჭდიანი ხელი გაუშვირა “ბოსს”.

გაკვირვებისგან მარიკას თავის ქალიდან თვალები კინაღამს  ამოუვარდა.

– არ ვიცოდი, საერთოდ ვინმე თუ გყავდა –  თავი ხელშ აიყვანა მარიკამ და იტალიური “ვოგი” ფურცლვა განაგრძო.

– ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა… – ნინჩომ მორცხვად დახარა თვალები. რატომღც არ იღიმოდა.

მარიკამ ამოიხედა ყურადღებით დააკვირდა წარმატებული დიზაინერის მეორე ასისტენტს. სულ ორი წამით გაეღიმა. ნინჩოს ტუჩები საშინლად აღმგზნები იყო. დიდი ნაცრისფერი თვალები ჰქონდა … მუქად ჩახატული… მარიკამ იცოდა თავისი ბისექსუალური მიდრეკილებები და არც მალავდა მათ, რაც ევროპელებს ძლიან მოსწონდათ.

– როდის ქორწინდებით? – თქვა უეცრად მან.

– ააა…– გაუგებარი ბგერა ამოუშვა ნინჩომ.

– არ გადაიფიქრებ? შენ ხომ ყველაფერი წინ გაქვს!.. ბრწყინვალე კარიერა მოდის სფეროში… პარიზი… ლონდონი… ნიუ–იორკი… ამ ყველაფერს გაცვლი თბილისის პატარა ბინაში ჯდომასა და ბავშვების აღზრდაზე?

მარიკამ თვისი გამჭოლი მზერა მიმართა ნინჩოს თვალებისკენ.

ნინჩომ წაიწკმუტუნა…

* * *

მარიკამ იცოდა, როგორი ბიჭი იყო ნინჩოს საქმრო. ზედმეტად ქართული და ზედმეტად ტრადიციული ფეხბურთელი გიორგი თევზაძე. ისიც იცოდა, რომ ნინჩო მასთან დაიტანჯებოდა. მარიკას და ნინჩოს მეტი საერთო ჰქონდათ, ვიდრე ახლადდანიშნულებს. როდესაც ნინჩო თაკოსთან მოეწყო სამუშაოდ, მას და მარიკას მსუბუქი ფლირტიც კი ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ თაკომ მარიკა ექვსი თვით ნიუ–იორკში გაუშვა.

მარიკას თვისი უკანასკნელი ურთიერთობა გაახსენდა. ფრანგი ჟურნალისტი სერჟი. მათ ერთად არაჩვეულებრივი ორი კვირა გაატარეს. თითქმის მთელი საქართველო მოათვალიერებინა მარიკამ ფრანგს. ახლა მარ ელ–ფოსტით ჰქონდათ მიმოწერა. სერჟი მეგობარი იყო. მეგობარი, რომელთანაც მარიკას დაუვიწყარი სექსი ჰქონდა.

ეღიმებოდა სერჟის გახსენებაზე. ისიც ნი იყო, როგორც მარიკა. ახლა ვიღაც ბიჭს ხვდებოდა და პარიზში ცხოვრობდა.

უეცრად მარიკა წამოხტა საწოლიდან და ნინჩოს ნომრისკენ გაემართა. დააკაკუნა. ნინჩომ კარი გააღო.

– მარტო ხარ? – კითხა მარიკამ

– კი – უთხრა ნინჩომ აკანკალებული ხმით.

მარიკა შევიდა. კარი ჩაკეტა. ნინჩოს მიუბრუნდა და ეშხიანად აკოცა. ორი წამის მერე საპასუხო კოცნა იგრძნო. მარიკამ მისი პერანგის შეხსნა დაიწყო. ხელი ქვევით ჩაწია. მინი კაბა აუწია ნინჩოს. ხელი მიუახლოვა კლიტორს…

ნინჩომ უეცრად წაიჩურჩულა:

– გაჩერდი!

– რატომ? – აწია წარბი მარიკამ.

–ასეა საჭირო– და დაიწყო პერანგის ღილების შეკვრა. – ქორწილი 25–შია – და გავიდა ოთახიდან.

* * *

ქორწილის დღე იყო – 25 რიცხვი. მარიკა, იევე როგორც თაკოს ატელიეს მთელი  ელიტა, ნინჩოს ქორწილისთვის ემზადებოდა. მარიკას სექსუალური ფირუზისფერი კაბა ჰქონდა. მოკლე და მოტკეცილი… ისეთი რომ მარიკას იდეალური ტანის არცერთი მოძრაობა არ დარჩებოდა ყურადღების გარეშე.

სარკეში ჩაიხედა.

კმაყოფილი დარჩა.

იცოდა, რომ დღეს საღამოს ძალიან ბევრ მამაკაცზე გაეცინებოდა…

მარიკა სრულიად კმაყოფილი იყო ცხოვრებით. ჰქონდა მშვენიერი დუპლექსი სოლოლაკში; პატარა, სწრაფი, ვერცხლისფერი BMW; აკეთებდა საყვარელ საქმეს, პირადი ცხოვრება? ეს დიდად არ ადარდებდა. ნებიოსმიერ დროს შეეძლო რომანის გაბმა გასართობად. სერიოზული ურთიერთობა კი არ სჭირდებოდა.

უკვე ჰქონდა ერთი.

უკმაყოფილო დარჩა.

* * *

ჯვრისწერა იყო.

მარიკას კაბა ზედმეტად გამომწვევი ჩანდა პატარა ეკლესიის კდემამოსილი აურის ფონზე.

მამა საბა რაღაცას ბურტყუნებდა.  მარიკას ყურადღება მხოლოდ სიტყვებმა “უბიწო ქალწული ნინო” მიიპყრო. მარიკას გაეცინა.

როგორც ყველა ქართულ ქორწილში, ნინჩოს და გიორგის ქორწილს ოღრაშული ქეიფი მოჰყვა, სიძე–პატარძლის დალოცვებით, ქართული ცეკვებითა და არაესთეტურად ჩასკდომით.

მარიკა საპირფარეშოშ გავიდა. სახეზე მაკიაჟი უჩვეუოდ დიდხანს გაუჩერდა.

სარკეში ჩაიხედა.

კმაყოფილი დარჩა.

კარის ხმა გაიგო.

ტუალეტში პატარძალი შემოსულიყო.

მარიკამ გაუღიმა ნაძალადევი ღიმილით.

– ორშაბათიდან ახალი ასისტენტი უნდა მოძებნოთ – თქვა ნინჩომ.

– რატომ? გვტოვებ?! – უპასუხა მარიკამ ოდნავ შესამჩნევი, დამცინავი ჰანგებით.

– კი. – მზერა აარიდა ნინჩომ.

– რატომ აკეთებ იმას, რაც არ გინდა?

– ასეა საჭირო…

მარიკა საპირფარეშოს კარებს მიუახლოვდა და ჩაკეტა. შემდეგ ნინჩოს ეშხიან, მსხვილ ტუჩებს ეძგერა და ამჯერად საქმე ბოლომდე მიიყვანა. მარიაკს უხაროდა რომ ნინჩოს სიამოვნებას ანიჭებდა, უხაროდა რომ ნინჩომ თავი ქალად იგრძნო, ქალად, რომელსაც ქალის მოფერება სიამოვნებს…

მარიაკს უნდოდა, რომ ნინჩო ყოველთვის ასეთი ბედნიერი ყოფილიყო, არ აემალა თავისი არსი. მისი სიამოვნებით განმსჭვალული სახე მარიკას გონებაში სამუდამოდ აღიბეჭდა.

მაგრამ ნინჩო არ დარჩ ბედნიერ ქალად.

ბედნიერების წუთები მორჩა და ის ისევ ძველი ნინჩო გახდა… ის ნინჩო, რომლეიც სამსახურიდან წავა, ქმრის მორჩილი იქნება და ბავშვების გაჩენით გაამდიდრებს ქართველი ერის გენფონდს.

* * *

მარიკას გული დასწყდა.

სხვა ყველაფერზე თვალი რომ დაეხუჭა, ნინჩო კარგი კადრი იყო. მეორეს მოძებნა გაუჭირდებოდა.

ნამდვილად.

… ეს აზრები აწუხებდა მას, როდესაც საიტზე ვაკანსიის განცხადებას ადგენდა.